Сообщения

რეფლექსია

სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგის ირენა დევიძის რეფლექსია სატრენინგო კურსზე - „ ist “             გავიარე 8 საათიანი ტრენინგი, სადაც შევისწავლე და გავაუმჯობესე შემდეგი საოფისე პროგრამები: Microsoft Word Document, Microsoft PowerPoint Presentation, Microsoft Excel Worksheet და Gmail.   აღნიშნულ პროგრამებში საბაზისო ცოდნა მქონდა, რაც დამეხმარა უფრო სრულყოფილად და საფუძვლიანად შესწავლაში აღნიშნული პროგრამებისა. ვიმუშავეთ ,,პროექტის" შექმნაზე, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, რაზეც ავტვირთეთ ჩვენი დავალებები.             ათვისებული მასალა მომცემს მეტ შესაძლებლობას იმისთვის, რომ უფრო მარტივად და ხარისხიანად ვაწარმოო სასკოლო საჭირო დოკუმენტაცია, მოვახდინო კომუნიკაცია მეილის საშუალებით უცხოელ და ადგილობრივ კოლეგებთან; მოვამზადო პრეზენტაციები მოსწავლეებისთვის, რაც უფრო ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარებაში შემიწყობს ხელს, რადგან პრეზენტაციების სახით, მოსწავლეებს ექნებათ თვალსაჩინოებები ელექტრონული რესურსების სახით

ისტ-ის ტრენინგი

ტრენინგის დავალება